ჯანსაღი ცხოვრება
დეტალები
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
ენდე
ორგანულს
დაბალანსებული კვება
დაბალანსებული დიეტა, როგორც წესი, მოიცავს 50-დან 60 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 12-დან 20 პროცენტამდე ცილებს და 30 პროცენტს ცხიმებს.
ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული, ორგანიზმისთვის წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების სასიცოცხლო წყაროს. რეკომენდირებულია, რომ ყოველდღიურად, დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ არანაკლებ ხუთი ულუფა ხილისა და ბოსტნეულისა.
რძე და რძის პროდუქტები
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ამ ჯგუფში რძის პროდუქტებში მოისაზრება მხოლოდ ხაჭო, მაწონი, ყველი და რძე, ანუ შედარებით ნაკლებ-ცხიმიანი პროდუქტები, ხოლო ნაღები, არაჟანი და კარაქი შეყვანილია შემდეგ ჯგუფში.
ცხიმები და შაქარი
ცხიმები და შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, მაგრამ როდესაც ჩვენ მათ მოჭარბებულად მივირთმევთ, ვიღებთ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ვხარჯავთ და ეს მოჭარბებული ენერგია გრძელვადიან პერიოდში ორგანიზმში როგორც წესი აკუმულირდება ცხიმების სახით.